“ნაციონალური და მისი კუთვნილი ტელეკომპანიების მხრიდან ვიხილეთ მორიგი თავდასხმა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე. ვიხილეთ სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირების კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობა. ეს არის ის ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ეს რადიკალური პოლიტიკური ძალა ახორციელებს წლების განმავლობაში. სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია, მელაძე და ბოკერია ჩვენი დროის სხვა ბოლშევიკები უკვე დიდი ხანია ცდილობენ ჩვენი ეროვნული იდენტობის საფუძვლების შერყევას. თავს ესხმიან სახელმწიფოსა და ეკლესიას, თუმცა მათი ყველა ეს მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული.

ქართულმა სახელმწიფომ და ეკლესიამ მრავალი საუკუნის მანძილზე გაუძლო მრავალი იმპერიის შეტევას და ბუნებრივია, ამ სასოწარკვეთილი ნეობოლშევიკების შეტევასაც გაუძლებს. ფარული თვალთვალი და მოსმენა, ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევა, ინფორმაციის ფაბრიკაცია და ცრუ ბრალდებების შეკერვა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთებული ჩანაწერების გამოქვეყნება უკვე წლებია ამ პოლიტიკურ ძალის ხელწერად ექცა, თუმცა ამ მეთოდებით მათ ვერც სახელმწიფოს და ვერც ეკლესიის დისკრედიტაცია ვერ შეძლეს, ეს მათ არ გამოუვათ.

ჩვენი მხრივ, ქართულ საზოგადოებას ვაძლევთ მყარ გარანტიას, რომ საქართველოს ხელისუფლება მყარად დაიცავს ჩვენს ეროვნულ იდენტობას და ინტერესებს”

განაცხადა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.