ენმ-ს ხელმძღვანელობს შევარდნაძის დროინდელი იუსტიციის მინისტრი სააკაშვილი – ინჯია

“ევროპელი სოციალისტების” წევრი ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” სახეცვლილი “მოქალაქეთა კავშირია”.

მისივე განცხადებით, ამ პარტიას შევარდნაძის დროინდელი იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს.

“ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე ზოგიერთი წევრის გამოსვლა იყო ნაციონალური მოძრაობის გუნდისა და მისი დანაყოფების გამოსვლებისა და განცხადებების ტყუპისცალი. მაგალითისთვის, როცა ისინი საუბრობენ და აფასებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, როგორც ყველაზე ცუდ არჩევნებს, მათ არ უნახავთ, როგორ არჩევნებს ატარებდა მოქალაქეთა კავშირი თავის დროზე, რომელმაც დღეს იცვალა სახელი და გახდა “ნაციონალური მოძრაობა”. როგორც მაშინ, დღესაც, ამ მოძრაობას მართავს და ხელმძღვანელობს შევარდნაძის დროინდელი იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი”,– თქვა ინჯიამ.

მანვე აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს სესიაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უარყოფით შეფასებებს უფრო მეტს ელოდა, ვიდრე ეს გამოითქვა, რაც ქართული ოცნების ნაყოფიერი მუშაობის შედეგია.