ენმ შეკრულია ქართველი ერის ინტერესებისთვის საბრძოლველად – სააკაშვილი

საქართველოს მე–3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ენმ ქართვლეი ერის ინტერესებისთვის საბრძოლველად არის შეკრული. მისი თქმით, დღეს პოლიტსაბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით ერთხმად მიიღო.

“დღეს გაიმართა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელსაც მეც ჩავერთე. სხდომა წარიმართა ძალიან საინტერესოდ მინდა ვთქვა სიამაყით, რომ ნაციონალური მოძრაობა შეკრულია და განწყობილია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად – ისე ძლიერად როგორც არასდროს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად.

მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნა პოლიტსაბჭოს მიერ ერთხმად, რაც ყოველთვის არ ხდება. გადამწყვეტ მომენტში ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იკვრება ერთ მუშტად”,– წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.