“არის ალბათობა იმისა, რომ COVID19-ის ახალი ტალღა კიდევ იქნება. თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესსა და რეკომენდაციას, ავიცრებით ივლისი, აგვისტო, სექტემბერი მაქსიმალურად ეს ტალღა მსუბუქი იქნება.

ქვეყანაში ეპიდვითარება უმჯობესდება, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს. ჩვენ მესამე ტალღა, მეორესთან შედარებით უფრო იოლად გადავიტანეთ. ეს იოლად, ვერაფრით დაამშვიდებს იმ ოჯახებს, ვინც ამ დროს დაკარგა ოჯახის წევრები”

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.