ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე სრულად მართვადია – ამირან გამყრელიძე

“ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე სრულად მართვადია “- ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ,  საკოორდინაციო საბჭოს წევრების სხდომის შემდეგ ისაუბრა.

“ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, არასახარბიელოა, თუმცა სრულად მართვადია. ეს 600-700 შემთხვევა ქვეყნისთის მართვადია, იმიტომ, რომ ქვეყანას გამოცდილება აქვს საკმაოდ მეტი შემთხვევების მართვის”, – თქვა მან.