ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზას დრონებით ბომბავენ

11 სექტემბრის ტერაქტიდან 20 წლის თავზე, ერაყში, ამერიკული სამხედრო ბაზა დრონებით იბომბება. ინფორმაციას ამის შესახებ  Reuters-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, იბომბება ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ერბილის აეროპორტი იქ სადაც, შეერთებული შტატების ძალები არიან განლაგებული. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ დგას ამ იერიშის უკან, ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

გამოცემის ცნობით, ამერიკელებს ეჭვი ირანზე აქვთ,  რადგან წინა თავდასხმის შემდეგ, ირანელმა შიიტმა მუსლიმებმა დადეს პირობა, რომ იბრძოლებდნენ იქამდე, სანამ დარჩენილი 2500 ამერიკელი სამხედრო, ქვეყანას არ დატოვებდა.

2020 წლის, 3 იანვარს,  ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა. 8 იანვარს ირანმა ათზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ერაყში მდებარე რამდენიმე სამიზნისკენ, მათ შორის ორ ბაზაზე: ალ-ასადზე და ირბილზე, რომლებზეც ამერიკელი სამხედროები და კოალიციის ძალები იმყოფებოდნენ. ”ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა” დაადასტურა, რომ მათ რაკეტები ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით გაისროლეს.

ცნობისთვის, დღეს 11 სექტემბრის ტერაქტიდან 20 წელი გავიდა. აშშ-ში დღეს იმ ათასობით ადამიანს, იხსენებენ რომლებიც 2001 წელს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებს შეეწირნენ. ტერაქტს 2,977 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 19 ტერორისტი, 400 პოლიციის ოფიცერი და მეხანძრე.