ერთადერთი შესაძლო ტერიტორიული კომპრომისი რუსეთთან, უკრაინის გასვლაა 1991 წლის საზღვრებთან – რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ ერთადერთი შესაძლო ტერიტორიული კომპრომისი რუსეთთან, უკრაინის გასვლაა 1991 წლის საზღვრებთან.

„კონტრშეტევა ჩვენთვის აუცილებელია ტერიტორიების გასათავისუფლებლად, სწორედ ამიტომ დავაანონსეთ ჩვენ ის როგორც ფაქტი. ჩვენი ხალხი და პარტნიორები ელიან აქტიურ მოქმედებებს, ჩვენმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ამისთვის მეტი იარაღი გვჭირდება. ჩვენი მთავარი მიზანი დროებით ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლებაა 1991 წლის ფარგლებში. [..] მხოლოდ ტერიტორიების გათავისუფლების შემდეგ განიხილება მეზობლობის საკითხი ქვეყნებს შორის. ისინი ვალდებულები იქნებიან აანაზღაურონ მთელი განადგურებული ინფრასტრუქტურა და უნდა გადაიხადონ საფასური თითოეული გარდაცვლილი უკრაინელისთვის – მკვლელობისთვის, გაუპატიურებისთვის, წამებისთვის და ყველა სხვა დანაშაულისთვის“,- განაცხადა რეზნიკოვმა.