“ენმ-ს რაც შეეხება, ერთადერთი ჭკვიანური სვლა, რაც შეუძლიათ გააკეთონ, მიშელის შეთანხმების ხელმოწერაა. მეგობრულ რჩევად ჩათვალონ ყოფილმა თანაგუნდელებმა, ნუ იქნებიან პრიმიტიულად პროგნოზირებადი”

წერს სალომე სამადაშვილი ნაციონალური მოძრაობის შესახებ. დღეს მან თქვა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი შეუწყო ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას. ეს მოსაზრება მწვავედ გააკრიტიკა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.