ერთადერთი ხელოვნური კონსტრუქცია საბჭოთა რუსეთის იმპერია იყო – გალერი მედვედევზე

“ერთადერთი ხელოვნური კონსტრუქცია საბჭოთა რუსეთის იმპერია იყო” – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი Vkontakte-ში გავრცელებულ დიმიტრი მედვედევის პოსტს, სადაც ის აცხადებს, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორიები შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ რუსეთთან ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში”.

”ბოლო დასავლელებიც უნდა შეეშვან ამ რუსულ რეჟიმთან ჩვეულ ურთიერთობებში დაბრუნების ილუზიებს, როცა მედვედევის საუბარს უსმენენ, რომ ყაზახეთი და საქართველო ხელოვნური სახელმწიფოებია. ერთადერთი ხელოვნური კონსტრუქცია კოლონიური საბჭოთა რუსეთის იმპერია იყო. აღარასდროს!” – აცხადებს გალერი.