“ერთი ქვეყნის შვილები ვართ, ერთი ქვეყნის მოქალაქეები. ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ… ქვეყანაში სასამართლო ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ პატივი ვცეთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ, დავსხდეთ, მოვილაპარაკოთ. მაგრამ ახლა დეპუტატები ადანაშაულებდნენ მოსამართლეს, რომ რეფორმის გატარებაში ხელს მიშლის, არის აბსურდი, რითი შემიძლია შევუშალო ხელი?!

არ უნდა მოთხოვო სასამართლო სისტემას, სამართლებრივი გზებიდან გადაუხვიოს და პოლიტიკური თემები მოაგვაროს”

ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან მურუსიძე ფორმულასთან საუბრისას. ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა შეხვედრა მიმდინარეობს.