ერთმა უანგარო ადამიანმა მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხა მთავრობამ, ჯანდაცვამ – გია ხუხაშვილი

“ერთმა უანგარო ადამიანმა მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხა მთავრობამ, ჯანდაცვამ “- ექსპერტი გია ხუხაშვილი აფთიაქებში პირბადის ფასის გაიაფების ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის, გიორგი ფხაკაძის შესახებ წერს.

„ერთმა გულწრფელმა, უანგარო ადამიანმა მოახერხა ის, რაც ვერ, ან არ მოახერხეს მთავრობამ,ჯანდაცვამ, ათასი ჯურის ანტი და პრო-საბჭოებმა – პირბადე 18 თეთრი.
გიორგი ფხაკაძე”, – წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც სააფთიაქო ქსელს მოუწოდა პირბადის ფასი შეემცირებინა.