ერთპარტიული პარლამენტი ჩამოიშლება, რადგან საქართველო არ არის ჩრდილოეთ კორეა – უგულავა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა დაბალმა აქტივობამ საზოგადოების მიუღებლობა გააფორმა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, ერთპარტიული პარლამენტი მალევე ჩამოიშლება, რადგან საქართველო არ არის ჩრდილოეთ კორეა.

“ვნახეთ ფანტასმაგორიული არითმეტიკა გუშინ. ვნახეთ ბოლოში პრაქტიკულად ამ არჩევნების სიმბოლო. 118 და 164 პროცენტი, რომელიც ცესკოს საიტზე დაიწერა გამარჯვებული გვარების გვერდით – ეს სიმბოლურია, რადგან სწორედ ასეთი არჩევნები იყო, რომელიც გააფორმა ქართული საზოგადოების ბრაზი და მიუღებლობა, ვნახეთ, რომ ცოტა ადამიანი მივიდა არჩევნებზე და ასევე, გააფორმა ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც დიდი ხანი ვერ გაძლებს და ჩამოიშლება, იმიტომ რომ საქართველო არ არის ჩრდილოეთ კორეა”, – განაცხადა გიგი უგულავამ.