ერთხელ ხომ მაინც შეიძლება რაიმეს „გაარტყას“ კობახიძემ -20 ივნისს 200 კაცზე მეტი იქნება – კაპანაძე

20 ივნისის აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი იქნება და არც მარტო „ნაციონალები“ იქნებიან. ზოგადად, ერთხელ ხომ მაინც შეიძლება რაიმეს „გაარტყას“ კობახიძემ, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე 20 ივნისის აქციაზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმით, 200 „ნაციონალის“ შეკრება არც პოლიტიკური და არც პანდემიის კუთხით პრობლემა არ არის

„რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი იქნება და არც მარტო „ნაციონალები“ იქნებიან. ზოგადად, ერთხელ ხომ მაინც შეიძლება რაიმეს „გაარტყას“ კობახიძემ, სულ ასე აცილებს ხოლმე როდესაც რაიმე შეფასებას აკეთებს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ ჟურნალისტებთან 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აქციაზე მხოლოდ პარტიული აქტივი იქნება.