ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 8 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს – გენშტაბი

ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 8 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის იამპოლივკას, სპირნეს, რაზდოლოვკას, ბლაგოდატნოეს, კრასნა ჰორას, ბახმუტის, კლიშივკას და პარასკოვიევკას დასახლებულ პუნქტებში”, – ნათქვამია განცხადებაში.