ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე კიდევ 30 მლნ დოლარი გაყიდა, წელს სულ 776 მლნ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მლნ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2902 შეადგინა.

ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესარბილებლად 2020 წელს ბევრჯერ გაყიდა სავალუტო რეზერვები. მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა 320 მილიონი დოლარი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად, მიმდინარე წელს კი ეროვნულმა ბანკმა 776 მილიონი დოლარი გაყიდა.