ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

31 მარტის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის კურსი 3.4464 ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4118 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის გაუფასურებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.46 თეთრი შეადგინა.

დღესვე ლარი ევროსთან მიმართებით 3.82 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0426 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 1 აპრილიდან შევა ძალაში.