ესტონეთი საქართველოს 100 000 დოზა ვაქცინას გადასცემს

ესტონეთი საქართველოს ვაქცინის 100 000 დოზას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო   Twitter-ზე ავრცელებს. თუ რომელ ვაქცინას გადმოგვცემს, ესტონეთი ჯერ-ჯერობით უცნობია.

“ესტონეთი დაეხმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს. მოლდოვას გადაეცემა ვაქცინის 100 000 დოზა. ასევე, 100 000 დოზა გადაეცემა ჩვენს პარტნიორ საქართველოს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

17 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 221 156 ადამიანია აცრილი.