ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალი პრეზიდენტი აირჩია

ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ალარ კარისი აირჩია. კენჭისყრის პირველი ტური ესტონეთის პარლამენტში 30 აგვისტოს გაიმართა.

31 აგვისტოს გამართული კენჭისყრის მეორე ტურში ალარ კარისის კანდიდატურას 72-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პრეზიდენტის კანდიდატურის დასამტკიცებლად 80-წევრიანი პარლამენტის 68 ხმა იყო საჭირო.

63 წლის ალარ კარისი პროფესიით ბიოლოგია. ის 2017 წლიდან ესტონეთის ეროვნული მუზეუმის დირექტორი იყო.