“ეს არის განწირული რეჟიმის ფართხალი“–სააკაშვილი მელიაზე თავდასხმის შესახებ

ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე თავდასხმას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფეისბუქით გამოეხმაურა:

“ვგმობ ნიკა მელიაზე თავდასხმას, რომელიც დღეს განხორციელდა გლდანში. ეს არის განწირული რეჟიმის ფართხალი, რომელსაც დარჩა მხოლოდ ერთი არგუმენტი – ძალადობა და დაშინება. არავის მათი არ ეშინია და მალე მათ გაეცემათ პასუხი 31 ოქტომბერს და ქართველი ხალხი ნათლად ეტყვის დაშინებით, ძალადობით, ქართველი ხალხის მუხლებზე დაყენება არის შეუძლებელი! საქართველოში მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა.“–წერს სააკაშვილი.

ნიკა მელიას  კვირას ამომრჩეველთან შეხვედრისას უცნობმა პირებმა ქვები და კვერცხები დაუშინეს.