ეს არის ენმ-ს ზოგიერთი ლიდერის დამოკიდებულება, საკუთარი ამომრჩევლის მიმართ – მდინარაძე “სირცხვილის დერეფანზე”

“ეს არის ენმ-ს ზოგიერთი ლიდერის დამოკიდებულება, საკუთარი ამომრჩევლის მიმართ”- ასე აფასებს, ქართული ოცნების ერთ-ერთი წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის განცხადებას, “სირცხვილის კორიდორთან” დაკავშირებით.

“ე.წ სირცხვილის კორიდორებთან დაკავშირებით გაკეთდა ძალიან თავხედური განცხადებები გუშინდელი დღის განმავლობაში. ძალიან კარგია, რომ ამ მიდგომას უკვე გაემიჯნა რამდენიმე წარმომადგენელი ოპოზიციიდან, თუმცა ნათლად ჩანს, რომ ეს არის განსაკუთრებით ენმ-ს ზოგიერთი ლიდერის დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლის მიმართ. მათ გაბედეს, რომ დაეანონსებინათ სირცხვილის კორიდორის და ამომრჩეველზე ზემოქმედების ამ სახის, ამ მეთოდის დაანონსება საარჩევნო დღისთვის, რაც წარმოუდგენელია”, – აცხადებს მდინარაძე.