“ჩვენ კიდევ ერთი დამაჯერებელი ნაბიჯი გადავდგით საბჭოთა საქართველოს მშენებლობის თვალსაზრისით. ანუ, ავტორიტარული სახელმწიფოდან ვაშენებთ ტოტალიტარულ სახელმწიფოს და ეს არ არის ერთი მოულოდნელი, ექსტრაორდინარული ნაბიჯი. რა თქმა უნდა, ნაბიჯი მტკივნეულია, ნაბიჯი არის თავის თავის შესახებ მეტყველი, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი დემოკრატიული სახელმწიფოს დემონტაჟის წყებაში, რომელიც დაიწყო სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებით და ბუნებრივად, ლოგიკით გრძელდება მედიის დემონტაჟით და დამონებით იმიტომ, რომ ტოტალიტარულ სახელმწიფოში არამარტო სახელმწიფო, არამედ მედიაც და ბოლოს უკვე მთელი საზოგადოებაც უნდა იქცეოდეს ისე,როგორც ტოტალიტარული სახელმწიფოს მმართველს. ჩვენ ამ გზაზე დღეს კიდევ ერთი დამაჯერებელი ნაბიჯი გადავდგით”

ასე ეხმაურება, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, “მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებას.