ეს არის პასუხი პროვოკაციაზე – დმიტრი პესკოვი აშშ-ს ელჩის მოადგილის გაძევებაზე

ეს არის პასუხი პროვოკაციაზე  – ასე ეხმაურება კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი, რუსეთის ფედერაციიდან აშშ-ს ელჩის მოადგილის, ბარტ გორმანის გაძევებას.

“რაც შეეხება ამერიკელი დიპლომატის გაძევებას, ეს არის საპასუხო ზომა, და კიდევ ერთხელ – ეს არ არის ზომა, რომელიც არის რაიმე მაპროვოცირებელი აქტი. ეს არის პასუხი პროვოკაციაზე”, – განაცხადა პესკოვმა.