ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება – კალაძე “სირცხვილის კორიდორზე”

ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება -„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის დღეს „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა სისხლის სამართლის დანაშაულია.

„ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისად, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს ის და ხაზი უნდა გაესვას, რომ მათ რიგებშიც გაჩნდნენ ადამიანები, ვისაც აზროვნების შესაძლებლობა აქვთ და სწორი ხედვა აქვთ. ბევრმა დაგმო ეს ფაქტი იმიტომ, რომ კატეგორიულად მიუღებელია. წარმოიდგინეთ, რომ დავდგეთ, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და ამომრჩეველს, რომელსაც აქვს კონსტიტუციური უფლება, მივიდეს არჩევნებზე, ვიღაცებმა მიაყენონ შეურაცხყოფა და ხელი შეუშალონ არჩევნების გაკეთებაში. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და თუ ასეთი ფაქტები დაფიქსირდება, რა თქმა უნდა, მას მოჰყვება შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ.