ეს არის ქართული ოცნების სტანდარტული ხრიკი – რაქვიაშვილი პლაკატებზე

ეს არის ქართული ოცნების სტანდარტული ხრიკი  – გირჩის დეპუტატი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ “არა ნაცებს” პლაკატების გაკვრა ქართული ოცნების სტანდარტული “ხრიკია”.

“მე მგონია , ეს არის სტანდარტული ხრიკი, თუ მეთოდი ქართული ოცნების. ერთი ბოროტი მხარის გამოჩენის, რომელსაც მერე ისინი გმირულად დაამარცხებენ. გარდა იმისა, რომ ზოგადად მართლა ცუდ კონტექსტშია გაკეთებული, იმიტომ რომ ჟურნალისტების მიმართ ორი კვირის წინ იყო ძალადობა, რომელზეც პასუხისმგებელი პირები არ არიან დასჯილები, ეს თავისთავად ცუდ კონტექსტს ქმნის”, – განაცხადა დეპუტატმა.

თბილისის ქუჩებში კრიტიკული მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენელეთა საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა.