ეს ვიზიტი განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს – აშშ-ში საქართველოს ელჩი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაიკ პომპეოს აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძეც ელოდება და ამბობს, რომ ეს ვიზი აშშ-საქართველოს ურთიერთობებს განამტკიცებს.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც წარმოადგენს საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას…

დღის წესრიგი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის უკვე გაწერილია და ვიცით შეხვედრები, რომელსაც გამართავს ის”,- ამბობს ბაქრაძე პომპეოს ჩამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე.

რაც შეეხება ექსპერტების წერილს, რომელშიც პომპეოს საქართველოში, ამერიკულ ბაზების განთავსებას სთხოვენ, ბაქრაძე ამბობს რომ აშშ-საქართველოს თავდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაწერილი გეგმა აქვს, რომელიც ყოველწლიურად ძლიერდება.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თვითმფრინავი თბილისში რამდენიმე წუთში დაფრინდება.