“ჩვენ უკვე 8 წელია ვიმყოფებით რუსეთთან ომის რეჟიმში, ამიტომ მოდუნების საშუალება არ გვაქვს. ფართომასშტაბიანი შემოჭრა, რომლითაც პუტინი გვემუქრებოდა ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში და არამხოლოდ ჩვენ, როგორც ჩანს, არ იქნება უახლოესი თვეების განმავლობაში. ეს იყო პუტინის ბლეფი და შანტაჟი, რომელმაც განიცადა სრული კრახი. დასავლეთმა მას გასცა სათანადო პასუხი, გაერთიანდა უკრაინელი საზოგადოება, ათასობით ადამიანი ახლა ეწერება მოხალისეთა რიგებში, რომლებიც მზად არიან, იარაღით ხელში დაიცვან საკუთარი სამშობლო. ყველაფერს ამას აქვს ფასი, შემოჭრის შემთხვევაში პუტინს დიდი ფასის გადახდა მოუწევს. მას ახლა გაჰყავს ჯარები უკრაინის მიმდებარე ტერიტორიიდან, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ამით ის შეწყვეტს ზეწოლას უკრაინასა და საქართველოზე. ის გააგრძელებს, როდის იპოვის სუსტ წერტილს ჩვენთან, რომ მან ისევ თავდასხმა განახორციელოს”

ამბობს რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო TV პირველთან ინტერვიუში. [სინქრონული თარგმანი].