ეს მიწა კალაძემ გაყიდა კომერციული ობიექტების ასაშენებლად – სააკაშვილი აფრიკაზე

საქართველოს მე–3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აფრიკის დასახლებაზე ამბობს, რომ მიწა, სადაც ოჯახებს სახლებს უნგრევენ, კალაძემ გაყიდა. მისი თქმით, დაცინვაა, როცა თბილისის მერი მხოლოდ იმ მამა–შვილს ეხმარება, რომელიც კადრებში მოხვდა.

“საქმე იმაშია, რომ პირადად კალაძემ გაყიდა ეს მიწა კომერციული ობიექტების ასაშენებლად. დაცინვაა, როცა 1 მამა–შვილს, რომელიც მოხვდნენ კადრებში, აძლევ ბინას და ასი ათასობით შენი მოქალაქე არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ათობით ათასი ზუსტად ისეთივე მდგომარეობაში, როგორც ეს მამა–შვილი.

მისი თქმით, საქართველო აფრიკის დონეზე გადავიდა “დამშეულების რაოდენობით”.

ცნობისთვის, კახა კალაძემ აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მამა–შვილს, რომლის ფოტომ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, ბინა გადასცა.