ეს ნიშნავს, რომ ეს დღე აუცილებლად დაგდგება, თუ ვითარება არ შეიცვლება – ბოკერია კრამერის კანცხადებაზე

“ეს ნიშნავს, რომ ეს დღე აუცილებლად დაგდგება, თუ ვითარება არ შეიცვლება”- ასე ეხმაურება, “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწის დევიდ კრამერის განცხადებას, რომელმაც The Bulwark-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში დასავლეთს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და ივანიშვილს ივანიშვილს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

”ამ ტიპის ფიგურა, როგორიც დევიდ კრამერია, რომელიც დიდი ხანია, საქართველოს მეგობარია, მაღალი თანამდებობის პირი იყო ძალიან და ახლაც, ჩვენს რეგიონთან, რუსეთთან მიმართებით ერთ-ერთი გამორჩეული ხმა არის შეერთებულ შტატებში, ასეთ განცხადებას აკეთებს, რომ მისი აზრით, ეს არის ის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადადგას თავისუფალმა სამყარომ, შეერთებულმა შტატებმა, ეს ნიშნავს, რომ პროცესი ასე თუ გაგრძელდა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, ეს დღე აუცილებლად დაგდგება.  მინდა, გითხრათ, რომ საქართველოსთვის ეს კარგი არ არის, ოღონდ ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო, როცა ეს შეიძლება კი არა, დიდი ალბათობით, აუცილებელი გახდება, თუ იქამდე არ შეიცვალა ვითარება. ”- აცხადებს ბოკერია.