“ეს ტექნიკა განადგურდება” – პესკოვი უკრაინაში გაგზავნილ საბრძოლო თვითმფრინავებზე

“ეს ტექნიკა განადგურდება”  – ასე გამოეხმაურა კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი ნატო-ს წევრების, პოლონეთისა და სლოვაკეთის გადაწყვეტილებას უკრაინაში MiG-29 ტიპის თვითმფრინავების გაგზავნასთან დაკავშირებით.

“სპეცოპერაციის დროს მთელი ეს ტექნიკა განადგურდება. როგორც ჩანს, ყველა ეს ქვეყანა ამგვარად არის დაკავებული ძველი არასაჭირო აღჭურვილობის განკარგვით”, – თქვა პესკოვმა.