“ეს ძალიან რთული საკითხია და რა თქმა უნდა, ამაზე, ალბათ, ყველას გაუჭირდება პასუხის გაცემა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს რუსეთის ხელისუფლების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, რომ დასრულდეს დღევანდელი მდგომარება – არალეგალური, უკანონო მდგომარეობა. აი, ეს არის მთავარი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ დეოკუპაცია თავისით ვერ მოხდება, ამას სჭირდება მრავალმხრივი, კომპლექსური მუშაობა, ეფექტური, ქმედითი ნაბიჯების გადადგმაც და ჩვენი პარტნიორების ჩართულობა”

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირველი არხის ეთერში.