ეს შეთანხმება არის საწყისი – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის თქმით, შეთანხმება რომელიც დაიდო არ არის დასასრული, პირიქით ეს არის დასაწყისი. ამის შესახებ მან პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ცერემონიალზე, ბრიუსელიდან გამართული ტელეხიდის დროს განაცხადა.

“ამ შეთანხმებით არაფერი სრულდება, ეს შეთანხმება არის საწყისი. ეს შეთანხმება არის თქვენი სამუშაო საწყისი წერტილი დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით. ასევე, ეს არს საწყისი საქართველოს ეკონომიკის, კოვიდ-19 პანდემიის, კანონის უზენაესობის, რეგიონული გამოწვევების გადასაჭრელად, რეფორმებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად”, – განაცხადა მიშელმა.