ეს ხელისუფლება წინა რეჟიმთან შედარებით მორალურად უკეთესი არ არის – ბესელია

ეკა ბესელია ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე საუბრისას ამბობს, რომ სისტემა კრიზისშია. მისი შეფასებით, ეს ხელისუფლება წინა ხელისუფლებაზე მორალურად უკეთესი არ არის.

“აბსოლუტურად გამოიფიტა ყველაფერი და ამას აღარაფერი აღარ გადაარჩენს. ეს არის აბსოლუტური კრახი 9 წლის თავზე, ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ვერცერთმა რეფორმამ, რომელიც გულისხმობდა წარსულში უმსგავსო და ძალადობრივი სისტემის შეცვლას, ვერ გამოიღო შედეგი. არაფრით მორალურად უკეთესი არ არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება და მმართველი პარტია წინა რეჟიმთან შედარებით. იგივე მეთოდები, იგივე ხელწერა, იგივე სისტემის გამოყენება ადამიანების წინააღმდეგ. ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი და ეს უნდა დასრულდეს”,– თქვა ეკა ბესელიამ ტვ პირველის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მედიაციით ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს.