“ვაპირებთ, რომ ჩვენ თანამოქალაქეებთან ერთად მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და შემოვხაზოთ ყველა, „ქართული ოცნების“ გარდა, შემოვხაზოთ პროგრესი, მომავალი და ყველაზე მნიშვნელოვანი – უარი ვუთხრათ სიღატაკეს და გაჭირვებას და რა თქმა უნდა, იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელიც დღეს არის საქართველოში ეპიდსიტუაციის გამო.

დიახ, დღეს 74 ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში. ეს 74 ადამიანი გარდაიცვალა ხელისუფლების უპასუხისმგებლობის გამო, როდესაც დააგვიანეს ვაქცინის შემოტანა, ვაქცინაცია და ვაქცინაციის პროპაგანდა. მათ არაფრად უღირთ ადამიანების სიცოცხლე. ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მსახურების ძალისხმევის მიუხედავად, ჩვენ ზუსტად ამ ისტორიულ მისიაში ვიქნებით ჩართულები”

აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე.