ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ზედოზირება – შსს

შსს შუალედური დასკვნას ასაჯაროებს და აცხადებს რო  TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკის ზედოზირებაა. მანამდე დღეს შსს-ში კიდევ ერთი ბრიფინგი გაიმართა სადაც ექსპერტიზის შუალედური დასკვნით, ცხედრიდან აღებულ ნიმუშებში ქიმიური ნივთიერებები აღმოჩნდა: მორფინი, კოდეინი, ტეტრაჰიდროკარაბინოლი, გაბაპენტინი და მონოაცეტილმორფინი.

“ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო ამ ნარკოტიკებით ზედიზორება. ასევე, აღვნიშნავთ, რომ ექსპერტიზის დასკვნა არის შუალედური”. – განაცხადა კრიმინალური პოლიციის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ.

ლექსო ლაშქარავა დედამ გარდაცვლილი 11 ივლისს, გამთენიისას ნახა. ლაშქარავას 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს.