ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის სახლი გაქურდეს

ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის სახლი გაქურდეს. ინფორმაციას ამის შესახებ “ფეისბუკით” თავად ხათუნა ლაგაზიძე ავრცელებს.

“საინტერესოა, რას ეძებდნენ და რა დამიტოვეს,” – წერს ის სოციალურ ქსელში.

როგორც ცნობილია 10 დღის განმავლობაში, ხათუნა ლაგაზიძე საცხოვრებელ სახლში არ იმყოეფბოდა, მისი თქმით ყველა ღირებული ნივთი რომელიც შეიძლებოდა მძარცველებს წაეღოთ ისევ ადგილზეა. რა წაიღეს მძარცველებმა სახლიდან, ჯერჯერობით, უცნობია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულდა.