“როგორც ირკვევა ფრანკლინის ე.წ. კლუბი გახლავთ ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული ექსტრემისტი პოლიტიკოსების და ექსტრემისტული მიზნებისთვის შექმნილი გარკვეული სამჭედლო, რომელსაც მე არ მგონია, რომ რაიმე კავშირი აქვს ამ დიდ ადამიანთან როლის სახელსაც ატარებს და მე არ მგონია, რომ ეს სამუშაო რაც ამ ახალგაზრდებზე, ამ კლუბის წევრებზე უნდა ხორციელდებოდეს, კავშირშია თუნდაც ერთ ღირებულებასთან მაინც, რომელზეც შეიძლება ადამიანმა გაიფიქროს, როდესაც ფრანკლინი ესმის.

ეს ალბათ უფრო არის არა ფრანკლინის კლუბი, არამედ ლევან რამიშვილის კლუბი, რომელსაც მავანი ცდილობს გამოიყენოს მომავალი წლის საარჩევნო პროცესისთვის, და ავიწყდებათ, რომ დღეს არ არის 2003 წელი, 2023 წელია, რომ დღეს არ არის ის ხელისუფლება სახელმწიფოს სათავეში, რომელიც მაშინ იყო და ახლა სხვა ხელისუფლებაა, სხვა რეალობაა, როგორც ისტორიული ასევე პოლიტიკური”,

აცხადებს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი.