“უდიდესი მადლობა ადამიანს, რომელიც წირავს თავის სიცოცხლეს იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში საქართველოს დროშა თავისუფლად ფრიალებდეს. დიდი მადლობა იმ ადამიანს, რომელიც შიმშილობს სამარტოო საკანში. ვიცი, ახლა გვადევნებს თვალყურს და მინდა, მივმართო: მე ვიცი, რას განიცდი ახლა შენ, მიშა. მე, როგორ შენი თანაგუნდელი, როგორც საქართველოს მოქალაქე. ბევრი ეცადეს მტერმა და  სადღაც-სადღაც მოყვარეებმა, რომ ჩვენ შორის უთანხმოება ჩამოეგდოთ, მაგრამ როდესაც ამ მცდელობებს ვხედავდი, კიდევ მეტი მოტივაცია მიჩნდება, გვერდში დაგიდგე და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ იქედან კი არ გვიყურებდე, ერთ-ერთი ჩვენგანი იყო გარეთ, დიდი ქართველი და ღირსეული. გამაგრდი და გისურვებ ჯანმრთელობას და მხნეობას”

მიმართა ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილს რუსთაველზე გამართული აქციიდან.