ეჭვი მაქვს, რომ დეას ჰქონდა თამუნას ვალი, ამიტომ შეეკრა მის მტერს – თამაზაშვილი

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ვარაუდობს, რომ მისი შვილის უახლოეს მეგობარს, დეა კაპანაძეს თამარის ვალი აქვს, რის გამო მტერს შეეკრა.

“არ უნდათ მკვლელის დასახელება, იმდენად მაღალჩინოსნები არიან, რომ სუსი-ც ჩარეულია. დიდი ეჭვი მაქვს, რომ დეას ჰქონდეს თამუნას ვალი. იმიტომ შეეკრა თამუნას მტერს, რომ თამუნას მოშორება მაგასაც აწყობდა ამ ფულის გამო. სხვა პირებმა უბრალოდ გამოიყენეს დეა და ამასაც აწყობდა გარკვეულწილად, რადგან ასე იქცევა”,- ამბობს თამაზაშვილი.

ცნობისთვის, დეა კაპანაძე საქმის ერთერთი მთავარი მოწმეა. მას რამდენიმე ჩვენება აქვს მიცემული. მას მედიასთან და თეონა თამაზაშვილთან კომუნიკაცია არ აქვს.