ე.წ. კონსილიუმმა ფეიკი გაავრცელა ტიკარაძის პოზიციაზე და ამაზე მინისტრი ისაუბრებს – კობახიძე

”ე.წ. კონსილიუმმა ფეიკი გაავრცელა ტიკარაძის პოზიციაზე და ამაზე მინისტრი ისაუბრებს”- ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტყუილია ექიმების გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის მომხრეა.

“ეკა ტიკარაძეს აქვს მკაფიო პოზიცია ამაზე. რაც შეეხება ე.წ. კონსილიუმს, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გაავრცელა, აქედან ჩანს, რომ ეს ე.წ. კონსილიუმი თვითონ არის ფეიკი და ავრცელებს ფეიკებს ტიკარაძის განცხადებაზე. ამაზე მინისტრი თვითონ გააკეთებს განცხადებას”, – თქვა კობახიძემ.