ე.წ. ფერად შენობაში ხანძარი მცხეთის სამხარეო პოლიციის უფროსის დავალებით გააჩინეს

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კიდევ ერთი ახალი ფიგურანტი ჩნდება. „შაბათის ფორმულას“ სანდო წყარო უყვება, რომ იმ შენობის დაწვის უკან, სადაც 19 ივნისის ღამეს საქმის მთავარი მოწმეები, გური ამირხანაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი იმალებოდნენ, მცხეთის სამხარეო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი დგას.

„შაბათის ფორმულას“ ინფორმაციით, ადგილზე ხანძარი სწორედ მისი დავალებით გააჩინეს, რათა იქ  გამოძიებას დეენემის ვერცერთი ნიმუში ვეღარ ენახა.

კიდევ ერთი საგულიხმო დეტალი მცხეთის სამხარეო პოლიციის უფროსისა და კაწროდ ცნობილი, ავთანდილ ბილანიშვილის საეჭვო კავშირია.

დადასტურებული ფაქტია, რომ  2016 წელს, შარდენზე მომხდარი ჩხუბის დროს ბილანიშვილი ძველი თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამჟამად მცხეთის სამხარეო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი მაშინ ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს კურირებდა.

წყარო გვიყვება, რომ თანამშრომლები „კაწროს“ დაკავებისთვის სწორედ თამაზაშვილმა გაათავისუფლა.

წყარო : ფორმულანიუსი