“საქართველოს მთავრობას პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, პარლამენტის თავმჯდომარეს ვაჩვენეთ დემონსტრაციული წვრთნები, რითაც ძალიან კმაყოფილი დარჩნენ. კმაყოფილები ვართ ჩვენც რაზმის მომზადების დონით. ვაგრძელებთ სამშობლოს სამსახურში ყოფნას. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა თანამშრომელს”

განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას. დღეს სუს-ის დაფუძნებიდან 6 წელი გავიდა.