ვადამდელი არჩევნები გვაწყობს, მაგრამ დიდად არ ვგულშემატკივრობთ – ელისაშვილი

“მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათი მხარდაჭერა “გაცილებით გაზრდილია”.

მისი თქმით, ვადამდელი არჩევნების დანიშნა აწყობთ, თუმცა არ გულშემატკივრობენ.

“ობიექტურად რომ ვთქვათ, თუ რომელიმე პარტიას აწყობს ვადამდელი არჩევნები, ვართ ჩვენ, მაგრამ აწყობს თუ არა ეს ქვეყანას, ან ეს არჩევნები იქნება თუ არა ვადამდელის განმსზღვრელი, ეს არის ცოტა არასერიოზული. დიდად არ ვგულშემატკივრობთ [ვადამდელ არჩევნებს], იმიტომ რომ ეს არის რეფერენდუმი და ვადამდელი არჩევნები და რა დროს თბილისის პრობლემებია, ეს ჩვენთვის გაუგებარია”,– ამბობს ელისაშვილი ფორმულას ეთერში.

ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება,