ვაკეში და გლდანში მოსახლეობა ოპოზიციურ კანდიდატს უჭერს მხარს – Edison Research

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა  ჩაატარა. Edison Research-ის კვლევის შედეგებით, კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

ელენე ხოშტარია, ევროპული საქართველო – 39%;

ნოდარ ტურძელაძე, ქართული ოცნება – 37%;

ბექა ნაცვლიშვილი, ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი – 7%;

ლევან კობერიძე, ლელო – 5%;

გია გაჩეჩილაძე, საქართველოს მწვანეთა პარტია – 4%;

ბიძინა გეგიძე, დამოუკიდებელი კანდიდატი – 2%;

სხვა კანდიდატები – 6%;

ამომრჩევლის 52 პროცენტი გლდანის მაჟორიტარულ ოლქში ნიკა მელიას დაუჭერდა მხარს. ამავე კვლევის თანახმად, მმართველი პარტიის კანდიდატი, ლევან კობიაშვილი 33 პროცენტს მიიღებდა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევა 25 აგვისტო – 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.0%-ია.