ვალერი გერასიმოვსა და მარკ მილის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთის გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვსა და მის ამერიკელ კოლეგას, მარკ მილის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ განიხილეს საკითხები, რომელზეც “ორმხრივი ინტერესი” არსებობს, მათ შორის უკრაინაში არსებული ვითარება.

უწყების ცნობით, სატელეფონო საუბარი აშშ-ს ინიციატივით შედგა. დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.