ვაპირებ, რომ თაობათა შორის ხიდი ვიყო – ბოკერია დავით ბერძენიშვილს პასუხობს

მე ვაპირებ, რომ თაობათაშორის ხიდი ვიყო,“- ასე  პასუხობს „ევროპული სქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებას, რომელმაც მისი თაობის პოლიტიკოსებს გვერდზე გაწევისკენ მოუწოდა.

„მე მესმის, რომ საკუთარ თავზე საუბრობს დავით ბერძენიშვილი, რომ უნდა გაიწიოს და გაწეულად მიაჩნია თავი, მე ვაპირებ, რომ თაობათა შორის ხიდი ვიყო“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მისი თაობის პოლიტიკოსებს მიმართავს, გვერდზე გაიწიონ, რადგან განახლებაა საჭირო.