ვაჟა-ფშაველას გამზირზე დისტრიბუციის მანქანა „გლოვოს” კურიერს დაეჯახა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე დისტრიბუციის მცირე ზომის სატვირთო ავტომობილი „გლოვოს” კურიერს დაეჯახა, რომელიც მოპედით გადაადგილდებოდა. დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

მომხდარის მიზეზი და კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.