“რუსეთი რეალურად ისეთივე მძევალია შექმნილი ვითარებისა [ოკუპაციის], როგორც ჩვენ. მას უწევს ყოველ წელს მილიარდ-ნახევარ დოლარამდე აჩუქოს ამ ორ ანკლავს, ვგულისხმობ ცხინვალსა და აფხაზეთს. ეს არის ის თანხა, რაც მას უჯდება ყოველ წელს ამ ანკლავების შესანახად. სანაცვლოდ ის არ იღებს არაფერს, გარდა ოკუპანტის სტატუსისა. იცით, რომ აფხაზები დღემდე არ აძლევენ რუსებს მიწის ყიდვის უფლებას? რუსეთს ჰყავს სამხრეთიდან ჩვენი სახით, როგორც ცენტრალური კავკასიური ქვეყნის მხრიდან, ნაცვლად მოკავშირისა, მეგობრისა და პარტნიორისა, მტრული, გასაგები მიზეზების გამო, პოლიტიკური ერთეული როგორც სახელმწიფო. ეს აწყობს რუსეთს?”

ამბობს პარტია “ერთობა, რაობა, იმედის” ლიდერი ლევან ვასაძე რუსთავი 2–ის ეთერში.