ვატო ყიფიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მზადების საქმეზე ბრალდებულ ვატო ყიფიანს სასამართლომ  წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა კულულაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

შემდეგი სასამართლო სხდომა 16 აგვისტოს ჩაინიშნა.ყიფიანს განზრახ მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეკვეთისბრალი ოფიციალურად რამდენიმე საათის წინ წაუყენეს.

აფეთქებით ორი პირის შეკვეთილი მკვლელობის მზადების ბრალდებით ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 2020 წლის 30 იანვარს თბილისსა და ბათუმში საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს. პარალელურად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ ხარკოვში ამავე დანაშაულთან კავშირში მყოფი უკრაინის ერთი მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ვერსიით, საქართველოს ორი მოქალაქის მკვლელობა უკრაინაში დაიგეგმა და ის სპეციალური დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით უნდა განხორციელებულიყო.