ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართული ოცნების ოფისთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ორგანიზატორებს მოუწოდებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

ამასთან, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ორკების მიერ სასტიკად ნაცემი ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და მოქალაქეები ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბნენ. შსს–მ რამდენიმე პირი დააკავა.