“მე მხარს დავუჭერ, პირველ რიგში, ვაქცინაცია სავალდებული იყოს ჩემი კოლეგებისთვის, სამედიცინო მუშაკებისთვის და მასწავლებლებისთვის, თუ გვინდა, რომ სკოლა გაიხსნას და სწავლა დაიწყონ ბავშვებმა. წელიწად-ნახევარში კორონამ რაც ჯანმრთელობითი ზიანი მოუტანა კაცობრიობას, არანაკლები ზიანია საგანმანათლებლო ზიანი. მასწავლებლები უნდა იყვნენ აცრილი. შეგვაქვს ცვლილებები ამ საკითხში. განათლების სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. ბავშვი თუ დადის სკოლაში, თუ ოჯახში ბებია/ბაბუა ცხოვრობს, აუცილებელია, მშობლები იყვნენ აცრილი”

აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე პალიტრანიუსის გადაცემაში “პოლიტ-ქალაქი”.